მიმდინარე წლის 6 აპრილს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს ეწვია კომპანია ,,ჯინო ფერედაისის" დამფუძნებელი ბატონი ნოდარ გიორგაძე, რომელმაც უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია თანამედროვე ბიზნესის აქტუალური საკითხების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი ბატონი დავით ჩერქეზიშვილი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.
ლექციის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ხუთი ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი დაჯილდოვდა ,,ჯინო ფერედაისის" სახელობის სტიპენდიატის სერტიფიკატით. სტიპენდიატები მიმდინარე სემესტრის მანძილზე მიიღებენ ,,ჯინო ფერედაისის“ სახელობის სტიპენდიას თვეში 100 ლარის ოდენობით.
ბატონმა ნოდარმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანია ,,ჯინო ფერედაისი“ უახლოეს მომავალში დამატებით გეგმავს მნიშვნელოვანი პროექტების დაწყებას და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ არამარტო პრაქტიკის, არამედ დასაქმების კონკრეტული პერსპექტივა კომპანია ,,ჯინო ფერედაისის" ყველა პროექტში.
შევხედრის ბოლოს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა დავით ჩერქეზიშვილმა მადლობა გადაუხადა ბატონ ნოდარ გიორგაძეს საინტერესო ლექციის წაკითხვისათვის, აღმოსალეთ ევროპის უნივერსიტეტში სამეცნიერო და კვლევითი მიმართულებით საუნივერსიტეტო საქმიანობაში პოზიტიური და აქტიური მონაწილეობისათვის და დამსწრე საზოგადოებას აცნობა, რომ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით ბატონ ნოდარ გიორგაძეს მიენიჭა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება და გადასცა შესაბამისი ჯილდო.
.
,,ჯინო ფერედაისის“ სახელობის სტიპენდიატები გახდნენ:
1. დავით ამაშუკელი
2. თამარ მოსიაშვილი
3. სალომე თურქაძე
4. თამარ ჩიტორელიძე
5. სალომე ჩუმაშვილი