ისარგებლე მობილობით და გახდი აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი
მიიღე თანამედროვე ევროპული განათლება
დასაქმდი წარმატებით !
- აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმოსვლის უფლება აქვს მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც მიმდინარე წლის 3 თებერვლიდან 13 თებერვლის 18:30 საათამდე გაივლიან რეგისტრაციას განათლების ხარისხის აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე (eqe.ge).
- მობილობის მსურველი პირი, ვალდებულია, 14, 15, 17 თებერვალს განცხადებით მიმართოს EEU-ს და წარადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამის ფაკულტეტზე ჩარიცხვის უფლებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
- EEU-ს ბაკალავრიატში მობილობის წესით სტუდენტთა ჩარიცხვისთვის დარეგისტრირებულ ვაკანტურ ადგილებზე ჩაირიცხებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები და მათ მიერ მიღებული შეფასება აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.
- 2013–2014 სასწავლო წლიდან EEU-ში მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტებისათვის სემესტრული სწავლის საფასური შეადგენს:
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე –1125 ლარს;
იურიდიულ ფაკულტეტზე – 1190 ლარი.
არსებული ვაკანსიები:
➢ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 70 ვაკანსია;
➢ იურიდიული ფაკულტეტი – 90 ვაკანსია.
ვადები:
➢ საბუთების მიღება – 14, 15, 17 თებერვალი;
➢ EEU–ში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 18-19 თებერვალი;
➢ სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა – 20 თებერვალი;
➢ საბოლოო შედეგები – 21 თებერვალი.
საბუთების ჩამონათვალი:
➢ განცხადება EEU-ს რექტორის სახელზე (განცხადების ფორმა ივსება საბუთების ჩაბარებისას უნივერსიტეტში);
➢ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი;
➢ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
➢ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
➢ ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
➢ სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ასლი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით);
➢ სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი (ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით);
➢ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
➢ უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
შენიშვნა: კონკურსის დამთავრების შემდეგ, წარმოდგენილი საბუთები კონკრსანტს უკან არ უბრუნდება.
საბუთების მიღება იწარმოებს 10 – დან 18 სთ – მდე აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის კანცელარიაში. მისამართი: თბილისი, შატილის ქ. #4