აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს კონკურსს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა:
ა) ასოცირებული პროფესორი – 6 ვაკანსია (განათლების მეცნიერებები, აკადემიური წერა);
ბ) ასისტენეტ პროფესორი – 2 ვაკანსია (განათლების მეცნიერებები).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
შენიშვნა: ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეული იქნეს პირი, რომელსაც არ აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან/და სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება, მაგრამ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35–ე მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, მისი კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
შენიშვნა: ასისტენტ– პროფესორად შეიძლება არჩეული იქნეს პირი, რომელსაც არ აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, მაგრამ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35–ე მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, მისი კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) აკადემიური ხარისხის ან/და პედაგოგიური გამოცდილების არქონის შემთხვევაში, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი
ზ) სალექციო კურსის სილაბუსი.
თ) კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს.
ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) აკადემიური ხარისხის არქონის შემთხვევაში, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) სალექციო კურსის სილაბუსი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
კონკურსი ცხადდება 2014 წლის 25 ივნისიდან, საბუთების მიღება იწარმოებს 28 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00-17:00 სთ. საკონკურსო საბუთები კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.
კონტაქტი:
თბილისი, შატილის ქ. #4
ტელ: (032) 248 01 20; (032) 248 01 31