29 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელობის აუდიტორიაში აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტისა და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა II ეროვნული კონფერენცია საკონსტიტუციო სამართალში თემაზე: „სახელმწიფო მმართველობის ფორმა: ,,საქართველოს საკონსტიტუციო სინამდვილე და პერსპექტივა“.
კონფერენცია საზეიმოდ გახსნეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ვახტანგ ხმალაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, პროფესორმა ზურაბ ძლიერიშვილმა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა დავით ჩერქეზიშვილმა.
კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა ათმა გამომსვლელმა, მათ შორის, ვასილ გონაშვილმა, დიმიტრი გეგენავამ, თენგიზ თევზაძემ, თამარ პაპაშვილმა, პაატა ჯავახიშვილმა, ზურაბ ჯიბღაშვილმა, ლანა ცანავამ, ეკა კაველიძემ, ზურაბ მაჭარაძემ და სალომე წურწუმიამ.
კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება გაეცნოს მოხსენებებს.