• 2014-2015 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით, დამატებითი სიებით ჩარიცხული პირველკურსელი ვალდებულია, ადმინისტრაციული რეგისტრაცია გაიაროს 2014 წლის 17 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით.
• ადმინისტრაციული რეგისტრაცია ითვალისწინებს სემესტრული სწავლის ღირებულების გადახდას “VTB” ბანკის ნებისმიერ ფილიალში.
დამატებითი სიებით ჩარიცხულ პირველკურსელთა რეგისტრაცია ჩატარდება და საბუთები მიიღება:
17 დეკემბრიდან – 24 დეკემბრის ჩათვლით 10სთ-დან _ 17სთ-მდე
• დამატებითი სიებით ჩარიცხულმა პირველკურსელმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. პირადობის მოწმობა (ასლი);
2. წვევამდელის მოწმობა ვაჟებისათვის (დედანი/ასლი);
3. საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა (ატესტატი, დედანი);
4. თანხის გადახდის ქვითარი;
5. ფოტოსურათი 3 ცალი (3X4 ელექტრონულ ვერსიასთან ერთად).
მისამართი: შატილის ქ. N4