აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 18 ივლისს, 13:00 საათზე გაიმართება სამართლის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია.
სამართლის სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია 2014 წლის ივნისში გაიარა და პირველი მიღება გამოცხადებულია მიმდინარე წლის სექტემბრიდან.
სამართლის სამაგისტრო პროგრამის წარმატებას განაპირობებს:
- თანამედროვე სასწავლო კურსები;
- უახლესი ლიტერატურა;
- სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემო;
- მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პროფესურა;
- გაცვლითი პროგრამები საუნივერსიტეტო სტიპენდიით ბრიტანეთსა და ბალტიისპირეთში.
სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მისცეს სტუდენტებს თანამედროვე, პრაქტიკული ცოდნა და თავისუფალი, კრიტიკული აზროვნების უნარი, რაც წარმატებული პროფესიული კარიერის საწინდარია.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროგრამის მოკლე აღწერა.
სამაგისტრო პროგრამით დაინტესებულ პირებს გიწვევთ პრეზენტაციაზე, სადაც შესაძლებლობა გექნებათ, პროგრამის აკადემიური პერსონალისგან მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია პროგრამისა და პერსპექტივების შესახებ.
მობრძანდით პრეზენტაციაზე და გააკეთეთ სწორი არჩევანი!
ჩააბარე აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში!
და მიიღე ცოდნა, რომელსაც გამოიყენებ!