აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 21 ივლისს, 11:00 საათზე გაიმართება ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია.
ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია 2014 წლის ივნისში გაიარა და პირველი მიღება გამოცხადებულია მიმდინარე წლის სექტემბრიდან.
ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის მიზანს წარმოადგენს ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და თეორიების სწავლების გზით სტუდენტების პროფესიონალებად ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ორგანიზაციების ეფექტიანი მენეჯმენტისა და მართვის განხორციელებას.
ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის უნიკალურობას განაპირობებს:
- განსხვავებული სასწავლო პროგრამა;
- სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემო;
- ავტორიტეტული სპიკერები;
- გაცვლითი პროგრამები საუნივერსიტეტო სტიპენდიით ბრიტანეთსა და ბალტიისპირეთში;
- სტაჟირების შესაძლებლობა პარტნიორ ორგანიზაციებში.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროგრამის მოკლე აღწერა.
სამაგისტრო პროგრამით დაინტესებულ პირებს გიწვევთ პრეზენტაციაზე, სადაც შესაძლებლობა გექნებათ, პროგრამის აკადემიური პერსონალისგან მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია პროგრამისა და პერსპექტივების შესახებ.
მობრძანდით პრეზენტაციაზე და გააკეთეთ სწორი არჩევანი!
ჩააბარე აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში!
და მიიღე ცოდნა, რომელსაც გამოიყენებ!