მიმდინარე წლის 4 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღმოსავლეთ ევროპის უნიოვერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი თემაზე – ,,უწყვეტი განათლება საქართველოს უმაღლესი განათლების კონტექსტში“. სემინარი ჩაატარა ლინცის უნივერსიტეტის პროფესორმა, განათლების ექსპერტმა იან ბოემმა.
სემინარის მონაწილეებს მიესალმა და საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა განათლებისa და მეცნიერების სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ქალბატონმა ირინე დარჩიამ.
იან ბოემი გახლავთ EEU-ს მოწვეული ლექტორი განათლების კვლევებისა და ადმინისტირების სამაგისტრო პროგრამაზე, აღნიშნული პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო სოზაშვილმა წარმოადგინა განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ პროგრამაზე სტუდენტებს საშუალება ექნებათ სწავლა განაგრძონ ლინცის უნივერსიტეტში.
სემინარს ესწრებოდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები, რომლებმაც დასვეს კითხვები და წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები.
სემინარის ბოლოს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს და სემინარის მონაწილეებს მობრძანებისათვის და მომავალი წარმატებები უსურვა.
სემინარის დასასრულს გაიმართა მსუბუქი ფურშეტი.