28 აპრილს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტუმრობდნენ. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია სამინისტროს საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე. სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე, უპასუხეს სტუდენტთათვის საინტერესო კითხვებს. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული, ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში სამინისტროში სტაჟირება გაიარა უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტმა.