აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ეწვივნენ.
სტუდენტებს წარედგინათ მოკლე პრეზენტაცია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ, გაეცნენ მეზღვაურების მუშაობის პრინციპებს და დაათვალიერეს მცურავი საშუალებები.
აღნიშნული ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის შალვა კვინიხიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების პერიოდულ სასწავლო ვიზიტებს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფებში.