მიმდინარე წლის 10 ივნისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს ეწვია თეოლოგი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ბექა მინდიაშვილი, რომელმაც წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე ,,ტოლერანტობის კულტურა” და წარმოადგინა ახალი სასწავლო კურსის – ,,ტოლერანტობის კულტურა” პრეზენტაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი ბატონი დავით ჩერქეზიშვილი, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
შეხვედრის ბოლოს ბატონმა დავით ჩერქეზიშვილმა მადლობა გადაუხადა ბატონ ბექა მინდიაშვილს მობრძანებისათვის და საინტერესო სასწავლო კურსის შემოთავაზებისათვის და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აღნიშნულ სასწავლო საგანს მომავალი სასწავლო წლიდან სასწავლო პროგრამებში გაითვალისწინებს.