იურიდიულ კომპანია სამართლის სახლსა და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს შორის 2014 წლის 2 მაისს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია ერთობლივი კლინიკური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ასევე სტუდენტების ჩართულობა სხვადასხვა მიმართულებით სტაჟირების პროგრამებში. მემორანდუმს სამართლის სახლის სახელით ხელი მოაწერა კომპანიის დირექტორმა ბეჟან ბეჟუაშვილმა, ხოლო უნივერსიტეტის სახელით რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა.