დასაქმების სააგენტოების ასოციაციასა და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც EEU-ს სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაიარონ სტაჟირება და დასაქმდნენ სხვადასხვა ორგანიზაცაში.
დასაქმების სააგენტოების ასოციაცია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია კერძო დასაქმების სააგენტოების და დასაქმების სფეროშიჩართული ფიზიკური პირების მიერ.
დასაქმების სააგენტოების ასოციაცია აერთიანებს საქართველოში წარმოდგენილი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების კადრების მენეჯერებს დამათთან ხშირი კავშირის საფუძველზე ქმნის ახალ პროექტებს დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
ასოციაციაში გაერთიანებული დასაქმების სააგენტოებია:
· Key Management Solutions
კომპანია Key Management Solutions |KMS Georgia არის ქართველი და ამერიკელი პარტნიორების მიერ
დაარსებული დასაქმების, ტრეინინგებისა და კონსულტაციისსააგენტო, რომელიც მომსახურებას უწევს საქართველოში არსებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს და უცხოეთში 5 ვარსკვლავიან სასტუმროებს.
· Golden Bridge
ქართულ-ამერიკული გაცვლითი პროგრამების ცენტრი Golden Bridge არის უცხოური საგანმანათლებო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგნელისაქართველოში. ეს ორგანიზაციები თავიანთი მთავრობების მიერ უფლებამოსილნი არიან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სტუდენტებსდა ახალგაზრდა სპეციალისტებს შესთავაზონ სტაჟირების გავლა, სწავლისა და მუშაობის შესაძლებლობები თავიანთი სპეციალობის სფეროში.
და სხვა