2014 წლის 5 თებერვალს, 17:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში, პირველი რესპუბლიკის დარბაზში გაიმართება, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტისა და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი საერთაშორისო-რეფერირებადი ჟურნალის „თანამედროვე სამართლის მიმოხილვის“ პრეზენტაცია.
2013 წლის ნომერში შესულია გიორგი კვერენჩხილაძის, ბაჩანა ჯიშკარიანის, არჩილ ცერცვაძის, ანა თოხაძის, დიმიტრი გეგენავას, გიორგი ბურჯანაძის,ლიანა გიორგაძის, ბექა ძამაშვილისა და მიხეილ ბიჭიას სტატიები.
მის: შატილის ქ. N4 (სარაჯიშვილის მეტროსთან)
დამატებითი ინფორმაციისათვის: 577 233 803
დასწრება თავისუფალია!