მიმდინარე წლის 17 მარტს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიწვევით აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი დავით ჩერქეზიშვილი და იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ქალბატონი მაგდა ტატიშვილი ეწვივნენ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს.
მხარეებმა განიხილეს ურთიერთანამშრომლობის პრინციპები, დასახეს მომავლის გეგმები და გააფორმებს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმს ხელი მოაწერესსსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა თინა ქარსელაძემ და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა დავით ჩერქეზიშვილმა.
თანამშრომლობის მიზანია აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება, უნივერსიტეტის ბაზაზე უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმა და განხორციელება, ინსტიტუციონალური განვითარებისთვის ხელშეწყობა.