აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე (MBA in Finance).
იხილეთ სამაგისტრო პროგრამის მოკლე აღწერა
-
EEU-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს, ვინც წარმატებით ჩააბარა ერთიანი სამაგისტრო გამოცდა.
-
მაგისტრატურაში მიღება იწარმოებს გასაუბრებისა და ინგლისურ ენაში ტესტირების საფუძველზე. უცხო ენის ტესტირებიდან გათავისუფლდება კონკურსანტი, რომელიც წარმოადგენს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ან/და უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელ საბუთს.
მაგისტრატურაში მიღების ვადები:
➢ საბუთების მიღება – 2 – 13 სექტემბერი;
➢ ტესტირება უცხო ენაში – 14 სექტემბერი;
➢ ტესტირების შედეგების გამოცხადება– 16 სექტემბერი;
➢ სააპელაციო განაცხადების მიღება – 16 – 18 სექტემბერი;
➢ აპელაციის შედეგები – 19 სექტემბერი;
➢ გასაუბრება – 20 სექტემბერი;
➢ საბოლოო შედეგების გამოცხადება და ხელშეკრულებების გაფორმება – 23 სექტემბერი
საბუთების ჩამონათვალი:
➢ განცხადება EEU-ს რექტორის სახელზე (განცხადების ფორმა ივსება საბუთების ჩაბარებისას უნივერსიტეტში);
➢ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი(2013 წლის კურსდამთავრებულთათვის – ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
➢ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
➢ 2 ფოტოსურათი (3X4);
➢ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
➢ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
➢ უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
შენიშვნა: კონკურსის დამთავრების შემდეგ, წარმოდგენილი საბუთები კონკრსანტს უკან არ უბრუნდება.
საბუთების მიღება იწარმოებს 10 – დან 18 სთ – მდე აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის კანცელარიაში. მისამართი:თბილისი, შატილის ქ. #4