აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართება საფეხბურთო ჩემპიონატი თბილისის სკოლებს შორის. ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების გუნდებს. თამაშები გაიმართება მუშტაიდის პარკში, სპორტ სკოლა „იმედის“ ბაზაზე არსებულ მოედანზე, შაბათ–კვირას 5-6 და 12-13 აპრილს.
გამოვლინდება 3 საპრიზო ადგილი, რომელთაც გადაეცემათ ფულადი პრიზები,
1 ადგილი 300 ლარი
2 ადგილი 200 ლარი
3 ადგილი 100 ლარი.
საუკეთესო ფეხბურთელები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.
ტურნირში მონაწილებისათვის სკოლების გუნდებმა უნდა შეავსონ მოცემული აპლიკაცია 2014 წლის 1 აპრილამდე.
https://docs.google.com/forms/d/1h_-oL1T9n6_YLXcSqMRlyu_Th7J7f9hxR-p1K6VH43s/viewform