„აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს კონკურსს იურიდიულ და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
იურიდიული ფაკულტეტი
ა) პროფესორი – 3 ვაკანსია
ბ) ასოცირებული პროფესორი – 2 ვაკანსია
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ა) ასოცირებული პროფესორი – 4 ვაკანსია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
შენიშვნა: პროფესორად ან ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეული იქნეს პირი, რომელსაც არ აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან/და სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება, მაგრამ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35–ე მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, მისი კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
პროფესორის/ ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) აკადემიური ხარისხის ან/და პედაგოგიური გამოცდილების არქონის შემთხვევაში, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი
ზ) სალექციო კურსის სილაბუსი.
თ) კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს.
კონკურსი ცხადდება 2014 წლის 12 იანვრიდან. საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 13-19 თებერვალს უნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00-18:00 სთ. საკონკურსო საბუთები კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.
კონტაქტი:
თბილისი, შატილის ქ. #4
ტელ: (032) 248 01 20; (032) 248 01 31