,აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს იურიდიულ და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე ასისტენტ- პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
ვაკანტური ადგილების რაოდენობა:
იურიდიული ფაკულტეტი
ა) ასისტენტ-პროფესორი – 1 ვაკანსია (საერთაშორისო მიმართულება)
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ა) ასისტენტ-პროფესორი – 1 ვაკანსია (საერთაშორისო მიმართულება)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
შენიშვნა: ასისტენტ– პროფესორად შეიძლება არჩეული იქნეს პირი, რომელსაც არ აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, მაგრამ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35–ე მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, მისი კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) აკადემიური ხარისხის არქონის შემთხვევაში, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) სალექციო კურსის სილაბუსი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
კონკურსი ცხადდება 2014 წლის 5 ოქტომბრიდან.
საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 5-10 ნოემბერს უნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00-18:00 სთ. საკონკურსო საბუთები კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.
საკონტაქტო: +995 32 248 01 41; info@eeu.edu.ge