მიმდინარე წლის 17 იანვარს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა (EEU) და პრაღის ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტს (VŠFS) შორის.
მემორანდუმის საფუძველზე ძალაში შევიდა ექსკლუზიური შეთავაზებები EEU-ს სტუდენტებისთვის: VŠFS-ს ზაფხულის სკოლა, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მონაწილეობის მიღება გაცვლით პროგრამებში; დაიგეგმა ერთობლივი კვლევები, სიმპოზიუმები და კონფერენციები.