შპს ,,ჯეოსელი”, სს ,,ვისოლ ჯგუფი”, შპს ,,ჯინო ფერედაისი”, სს ,,ნატახტარი”, შპს ,,HR პარტნერსი” ერთობლივად განახორციელებენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის მხარდაჭერას სრული სასწავლო პროცესის მანძილზე, რომელიც გამოიხატება სტუდენტების პრაქტიკული ცოდნის ამაღლების, თანამედროვე მიდგომების ჩამოყალიბებისა და რეალური დასაქმების შემოთავაზებაში.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს და სტუდენტებს, სიტყვით მიმართეს და ეიჩარის მიმართულების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს პარტნიორი კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა.
ღონისძიების მსვლელობისას პროგრამის ხელმძღვანელებმა, პროფესორმა ლილი ბიბილაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ბერუაშვილმა ისაუბრეს პროგრამის მნიშვნელობასა და აქტუალურობაზე, აკადემიურ უპირატესობაზე, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობაზე და დამსწრე საზოგადოებას გადასცეს პროფესორ იოჰა ბენტის (,,თელიასონერა“, ვიცე პრეზიდენტი ევროპაში ეიჩარის მიმართულებით ) მისალმება, რომელიც აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში წაიკითხავს სალექციო კურსს ,,ჯანდაცვა და შრომის უსაფრთხოება ორგანიზაციაში“.
მოწვეულ სტუმრებს და ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და მადლიერება გამოხატა მხარდაჭერისთვის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა ხელმოწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმებზე.