„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“ საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ, მოიცავს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენთათვის სანოტარო სამართლის შესწავლაში ხელის შეწყობას, ლექცია-სემინარების ჩატარებას, შეხვედრების ორგანიზებასა და სანოტარო საქმიანობის, ნოტარიატში დანერგილი რეფორმების გაცნობას, ასევე პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, სტუდენტების პრაქტიკული კურსების გავლას. მემორანდუმს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა მოაწერეს ხელი. ნინო ხოფერიამ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ნოტარიატის რეფორმა გააცნო.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა უნივერსიტეტთან ერთად სხვა აქტივობებსაც გეგმავს, რაც მემორანდუმით განსაზღვრული მიზნის განხორციელებას შეუწყობს ხელს.