მიგრაცია და არალეგალური მიგრაციის საფრთხეები; ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი),როგორც დანაშაული; ტრეფიკინგის საფრთხეები და ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა – ამ თემებთან დაკავშირებით „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის კამპანიის – 2015 წელი ევროპული განვითარებისთვის #EYD ფარგლებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის „ერთად შევეგებოთ ევროპას“ მიერ ჩატარდა. ლექციას თემაზე –„მიგრაცია და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)“ 40 სტუდენტი დაესწრო. თითოეულ მათგანს მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცა. საჯარო ლექციას კითხულობდნენ ქეთევან ხუციშვილი – ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პროგრამების მენეჯერი, ზვიად დევდარიანი – სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდას“ (CiDA) დირექტორი, ქეთევან სარაჯიშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველი, დიანა როსტიაშვილი – შსს-ს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი და ქეთი აბულაშვილი – ორგანიზაცია „ემიგრანტები სამოქალაქო განვითარებისთვის“ (აღმასრულებელი დირექტორი, იურისტი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით). საჯარო ლექცია ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.