,,აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი“ აცხადებს კონკურსს იურიდიულ, ბიზნესისა და ეკონომიკის და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე პროფესორის და ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
კონკურსი ცხადდება 2016 წლის 15 იანვრიდან.
1. იურიდიული ფაკულტეტი
1.1 პროფესორი: 1 ვაკანსია – მიმართულება: სამართალი, სპეციალობა: სამართალმცოდნეობა.
1.2 ასოცირებული პროფესორი:
ა) 2 ვაკანსია – მიმართულება: სამართალი, სპეციალობა: კერძო სამართალი;
ბ) 2 ვაკანსია – მიმართულება: სამართალი, სპეციალობა: საჯარო სამართლი, სპეციალიზაცია: ადმინისტრაციული სამართალი;
გ) 2 ვაკანსია – მიმართულება: სამართალი, სპეციალობა: სისხლის სამართლი;
დ) 1 ვაკანსია – მიმართულება: სამართალი, სპეციალობა: საერთაშორისო სამართალი;
ე) 1 ვაკანსია – მიმართულება: სამართალი, სპეციალობა: სამართალმცოდნეობა.
2. ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი
2.1 პროფესორი: 2 ვაკანსია – მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება, სპეციალობა: მენეჯმენტი.
2.2 ასოცირებული პროფესორი:
ა) 2 ვაკანსია – მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება, სპეციალიზაცია: აგრარული მიმართულება
3. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
3.1 ასოცირებული პროფესორი:
ა) 1 ვაკანსია – მიმართულება: სოციალური მეცნიერებები, სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები;
ბ) 1 ვაკანსია – მიმართულება: სოციალური მეცნიერებები, სპეციალობა: პოლიტიკის მეცნიერება;
საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
1. ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:
ა) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებულისტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წელი.
2. დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:
ა) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევისმეთოდების ადეკვატურობით;
ბ) სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
გ) სამეცნიერო სტიპენდიები, გრანტები, გამოგონებები და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5წლის განმავლობაში;
დ) სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5წლის განმავლობაში.
შენიშვნა: პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით,სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი,რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელიკომპეტენცია.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
1. ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:
ა) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წელი.
2. დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:
ა) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
ბ) სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
გ) სამეცნიერო სტიპენდიები, გრანტები, გამოგონებები და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;
დ) სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში.
შენიშვნა: ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიულიგამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგებისგამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ფორმა);
2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად (შესავსები ფორმაგანთავსებულია ვებ-გვერდზე)
4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3X4;
6. შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)ასლი;
7. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლოდაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
8. ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერონაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
9. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
10. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, გრანტების, გამოგონებების და სხვაპროფესიული აქტივობების დამდასტურებელი ინფორმაცია;
11. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარებისღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია.
შენიშვნა: პროფესორის და ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკვებელი კონკურსში მონაწილეობის მსურველი, რომლის შეფასებაც უნდა მოხდეს პროფესიული ნიშნით, ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოაუდგინოს შემდეგი დოკუმნეტაცია:
1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ფორმა);
2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად (შესავსები ფორმა განთავსებულია ვებ-გვერდზე)
4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
6. პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
7. სპეციუალური მომზადებისა ან/და გამოქვეყენბული პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები.
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა გამისაზღვრება 2016 წლის 16 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით, უნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00-17:00 სთ (20 თებერვალს 15:00 საათამდე). მისამართი: თბილისი, შატილის ქ. N4. საკონკურსო საბუთები კონკურსანტებს არ უბრუნდებათ.
კონკურსი ტარდება სამ ეტაპად (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმნეტაციის შესწავლა, პირველადი შეფასება, დოკუმენტაციის შეედეგად შერჩეული კონკურსანტებთან გასაუბრება და შეჯერება – გადაწყვეტილების მიღება) 2016 წლის 22 თებერვლიდან 18 მარტის ჩათვლით.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების გამოქვეყნების ვადა 2016 წლის 21 მარტი;
საკონტაქტო ინფორმაცია: 032 248 01 41; info@eeu.edu.ge