აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი ჩავლეშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა მოაწერეს.
უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტების კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობას აგრო-ბიზნესის მენეჯმენტსა და სხვა საგანმანათლებლო მიმართულებებში; სააგენტოში სტუდენტთა სტაჟირებას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიონალ კადრებად ჩამოყალიბებას.