„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა“ და საკონდიტრომ ტკბილი ქვეყანა – Sweet Country სათნოების სახლის „კათარზისი“ 310 ბენეფიციარს დედის დღე მიულოცა და სადილით გაუმასპინძლდა. რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა და EEU-ს სტუდენტებმა ხანდაზმულ ქალბატონებს ყვავილები მიართვეს და მათთან ერთად, საზეიმო ვითარებაში ტორტი გაჭრეს.