აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული ექვსი საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა, რომელთა დიდი ნაწილი დედაქალაქს დღეს პირველად ესტუმრა,აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილება და 70 სხვადასხვა სახეობის ნერგი დარგეს. ”მეგობრობის ხეივანის” გასაშენებლად ნერგები და საჭირო ინვენტარი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ გამოყო. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა აღნიშნული ღონისძიებით, საქართველოში მცხოვრებ წარმოშობით აზერბაიჯანელ და სომეხ ახალგაზრდებს ეროვნული და რელიგიური დღესასწაული მილოცვა. ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებსა და უნივერსიტეტის ფეხბურთის გუნდის წევრებს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.