დღეს, წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ლიტერატურული კლუბის პრეზენტაცია და პოეტებთან – შოთა იათაშვილთან და შალვა ბაკურაძესთან შეხვედრა გაიმართა. თანამდეროვე ქართველმა პოეტებმა სტუდენტებს საკუთარი შემოქმედება, ახალგაზრდულ გარემოში, რექტორთან ერთად გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
ლიტკლუბში გაწევრიანებულ სტუდენტებს სხვადასხვა ცნობილ მწერალთან, პოეტთან, სცენარისტთან და მთარგმნელთან შეხვედრის, ასევე მათ მასტერკლასებზე დასწრების შესაძლებლობა მიეცემათ. ლიტკლუბის პრეზენტაციასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი და წიგნების გამომცემლობა „Express Publishing“, ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს, სადაც მონაწილეობას EEU-ს სტუდენტები მიიღებენ.