,,აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი“ აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
კონკურსი ცხადდება 2016 წლის 20 აპრილიდან.
3 ვაკანსია – მიმართულება: ჯანდაცვა, სპეციალობა: ფარმაცია
3 ვაკანსია – მიმართულება: მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები, სპეციალობა: არქიტექტურა
საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:
1. ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:
ა) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წელი.
2. დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:
ა) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
ბ) სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
გ) სამეცნიერო სტიპენდიები, გრანტები, გამოგონებები და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;
დ) სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
ე) ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება (მხოლოდ ფარმაციის სპეციალობით გამოცხადებულ ვაკანსიებზე).
შენიშვნა: ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ფორმა);
2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად;
4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
6. შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
7. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
8. ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
9. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
10. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, გრანტების, გამოგონებების და სხვა პროფესიული აქტივობების დამდასტურებელი ინფორმაცია;
11. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია;
12. ინგლისური ენის ცოდნის ან/და ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (მხოლოდ ფარმაციის სპეციალობით გამოცხადებულ ვაკანსიებზე).
შენიშვნა: ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკვებელი კონკურსში მონაწილეობის მსურველი, რომლის შეფასებაც უნდა მოხდეს პროფესიული ნიშნით, ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოაუდგინოს შემდეგი დოკუმნეტაცია:
1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ფორმა);
2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად;
4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3#4;
6. პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
7. სპეციუალური მომზადებისა ან/და გამოქვეყენბული პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები;
8. ინგლისური ენის ცოდნის ან/და ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (მხოლოდ ფარმაციის სპეციალობით გამოცხადებულ ვაკანსიებზე).
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2016 წლის 23 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00-17:00 სთ. მისამართი: თბილისი, შატილის ქ. N4. საკონკურსო საბუთები კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.
კონკურსი ტარდება სამ ეტაპად (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმნეტაციის შესწავლა, პირველადი შეფასება, დოკუმენტაციის შეედეგად შერჩეული კონკურსანტებთან გასაუბრება და შეჯერება – გადაწყვეტილების მიღება) 2016 წლის 30 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2016 წლის 17 ივნისისა .
საკონტაქტო ინფორმაცია: 032 248 01 41; info@eeu.edu.ge