დღეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საკონსტიტუციო სამართალში II ეროვნული კონფერენციის მოხსენებათა კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. „სახელმწიფო მმართველობის მოდელები: საქართველოს საკონსტიტუციო სინამდვილე და პერსპექტივა“ საკონსტიტუციო სამართლის მიმართულების სტატიებს აერთიანებს სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე. წიგნში შესულია დიმიტრი გეგენავას, თამარ პაპაშვილის, პაატა ჯავახიშვილის, ზურაბ ჯიბღაშვილის, სალომე წურწუმიას, ზურაბ მაჭარაძის, ლანა ცანავასა და ეკა კაველიძის ნაშრომები. ღონისძიებას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი და პრორექტორი თეა იმედაძე ესწრებოდნენ.
პრეზენტაცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა.