დღეს მინი ფეხბურთში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის შიდა ტურნირი დაიწყო. შეჯიბრი ტრადიციული ხასიათისაა და EEU-ს ორგანიზებით უკვე მეოთხე წელია ტარდება.
ტურნირი მიზნად ისახავს სტუდენტთა სპორტულ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სტუდენტთა ფიზიკურ განვითარებასა და გამარჯვებული სპორტსმენებისა და გუნდების გამოვლენას.
ტურნირი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. თამაშები სპორტულ კომპლექსში „გლდანი“ მიმდინარეობს.