ენებისა და აკადემიური უნარების განვითარების ცენტრი
ცენტრის შესახებ
ენებისა და აკადემიური უნარების განვითარების ცენტრი წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) საგანმანათლებლო მხარდაჭერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ფუნქციონირებს განათლების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში.
ცენტრი უზრუნველყოფს სტუდენტების ენობრივი კომპეტენციების, აკადემიური, კვლევითი და პროფესიული უნარების განვითარებას, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ცენტრი სთავაზობს სტუდენტებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს, აკადემიური წერის მხარდაჭერას, ტუტორინგისა და მენტორინგის პროგრამებს, ასევე სხვადასხვა ტრენინგებსა და ვორქშოპებს სასწავლო, კვლევითი და ,,soft skills” უნარების განვითარების მიზნით.
ცენტრი აერთიანებს როგორც უცხო ენების სწავლების, ისე აკადემიური და სასწავლო უნარების განვითარების მიმართულებებს და ხელს უწყობს დამოუკიდებელი, კრიტიკულად მოაზროვნე სტუდენტების ჩამოყალიბებას.
ცენტრის სერვისები:
🔹 უცხო ენების სწავლება
-
ინგლისური, გერმანული, ფრანგული და სხვა ენების სწავლება ენების ცოდნის დონის საერთო ევროპული ჩარჩოს შესაბამისად;
-
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებისთვის უცხო ენის ტესტების შემუშავება და ენის ცოდნის დონის განსაზღვრა
-
უცხო ენების სასერტიფიკატო და მოსამზადებელი კურსები
🔹 აკადემიური უნარების განვითარება – ცენტრი სთავაზობს სტუდენტებს სხვადასხვა მიმართულების ტრენინგებსა და მხარდაჭერას, რომლებიც აერთიანებს ოთხ ძირითად კომპონენტს:
-
აკადემიური უნარები (Academic Skills)
-
აკადემიური წერის საფუძვლები
-
პლაგიატის თავიდან აცილება
-
წყაროების მითითება და ციტირება (APA / Harvard…)
-
სამეცნიერო ნაშრომის წერა
-
თეზისის (საკვალიფიკაციო ნაშრომის) წერა
-
-
სასწავლო უნარები (Study Skills)
-
ეფექტური სწავლის სტრატეგიები
-
დროის მართვა სტუდენტებისთვის
-
გამოცდებისთვის მომზადების ტექნიკები
-
-
კვლევითი უნარები (Research Skills)
-
კვლევის განხორციელება
-
სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენება
-
ლიტერატურის მიმოხილვა
-
-
რბილი უნარები (Soft Skills)
-
პრეზენტაციის უნარები
-
კომუნიკაციის უნარები
-
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
-
გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა, დროის მართვა
-
🔹ინდივიდუალური კონსულტაციები
სტუდენტებს შეუძლიათ დაჯავშნონ ინდივიდუალური შეხვედრა:
-
აკადემიური წერა
-
კვლევითი პროექტები
-
დროის მართვა
-
სასწავლო სტრატეგიები
🔹ტუტორინგისა და მენტორინგის პროგრამა
ცენტრი ახორციელებს Peer Tutoring & Mentoring Program-ს, რომლის ფარგლებში:
-
კურსდამთავრებულები, მაღალსემესტრელი სტუდენტები, დოქტორანტები ეხმარებიან სტუდენტებს
-
ტარდება კონსულტაციები აკადემიურ და კვლევით საკითხებზე
-
სტუდენტები იღებენ მხარდაჭერას სწავლის პროცესში


