ანა გეგეშიძე (ასოცირებული პროფესორი)
არქიტექტურის დოქტორი;
მიმართულება: არქიტექტურა
არქიტექტურული სტუდიის დამფუძნებელი Anka Gegeshidze Architects
ანა გეგეშიძე არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. იგი აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და ფლობს მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში.
მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს მუშაობას წამყვან კომპანიებში: სამშენებლო პროექტების დიზაინერი Construction Company “GES” – LLC–ში, დიზაინერი m2–ში, ინტერიერის დიზაინერი Studio 169–ში და უფროსი ინტერიერის დიზაინერი CRAFT–ში.
ანა გეგეშიძე არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და აქტიური მონაწილე პროფესიულ ვორკშოპებში.
საქმიანობის სფერო: არქიტექტურული დაგეგმარება და ინტერიერის დიზაინი.
![]()


