ანა გურიელი (ასოცირებული პროფესორი)
სამართლის დოქტორი
მიმართულება: კერძო სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი
ანა გურიელი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. იგი აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას და ფლობს მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას სამართლის სფეროში. არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი და შპს „იუნითი დეველოპმენტი 7“-ის დირექტორი. ასევე აქვს უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობის გამოცდილება.
ანა გურიელი არის საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული 25-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი, აგრეთვე არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და პროფესიული კონფერენციებისა და ვორკშოპების აქტიური მონაწილე.
იგი სისტემატურად მონაწილეობს მედიაციის სფეროსთან დაკავშირებულ პროფესიულ ღონისძიებებში და გავლილი აქვს მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსები.
ანა გურიელი არის შემდეგი პროფესიული ორგანიზაციების წევრი: სამართლის მეცნიერთა კავშირი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და საქართველოს მედიატორთა ასოციაცია.
![]()


