არჩილ ლორია (პროფესორი)
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი;
მიმართულება: საჯარო სამართალი;
სამართლის მეცნიერთა კავშირის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი;
არჩილ ლორია არის აიიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დამფუძნებელი, ასევე, ააიპ ,,სამართლის მეცნიერთა კავშირის” დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. მას აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული გამოცდილება, მათ შორის საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 30-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება; წლების განმავლობაში სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში, კონტროლის პალატაში და იუსტიციის სამინისტროში.
არჩილ ლორია აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის 30-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის და 5 მონოგრაფიის ავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენცია/სემინარში და სხვადასხვა პროფესიული განვითარების ღონისძიებაში.