ბაქარ მაცაბერიძე (ასისტენტ-პროფესორი)
სამართლის პროგრამის დოქტორანტი;
მიმართულება: საერთაშორისო სამართალი;
ააიპ ,,სამოქალაქო განათლების ცენტრის” თავმჯდომარე
ბაქარ მაცაბერიძე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. 2017 წლიდან აქვს პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის გამოცდილება. არის ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ცენტრის“ თანადამფუძნებელი და ,,სამოქალაქო განათლების ცენტრის“ მიერ დაარსებული, ,,გენოციდის, ჰოლოკოსტისა და შეიარაღებული კონფლიქტების სწავლების ცენტრის“ ხელმძღვანელი.
ბაქარ მაცაბერიძე აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების მონაწილე და მომხსენებელი, არაერთი პროექტის, ტრენინგისა და საჯარო ლექციების ავტორი.