ბელა თინიკაშვილი (ასოცირებული პროფესორი)
არქიტექტურის დოქტორი;
მიმართულება: არქიტექტურა;
საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი.
ბელა თინიკაშვილი არის საქართველოს არქიტექტორტთა კავშირის გამგეობის წევრი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობას. გასულ წლებში იყო სამშენებლო კომპანიების – ,,სევენ სკაი’’, ააიპ ,,ინჟინრული აზრი’’, არქიტექტურული საპროექტო კომპანიების – ,,მოდულიონი’’ და ,,ხური XXI’’-ის არქიტექტორი.
ბელა თინიკაშვილს გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი. არის ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე, მათ შორის ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციების. მისი ინტერესის სფეროა: ეკოლოგიური არქიტექტურა და განახლებადი ენერგიების გამოყენება არქიტექტურაში.