ბექა ჭედია (ასოცირებული პროფესორი)
პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი;
მიმართულება: პოლიტიკის მეცნიერება;
ქვეყნის ექსპერტი, გიოტებორგის უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტი;
ბექა ჭედია არის ქვეყნის (საქართველო) ექსპერტი გიოტებორგის უნივერსიტეტის (შვედეთი) პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტთან არსებულ კვლევით ინსტიტუტში, პოლიტიკის ანალიტიკოსი ვაშინგტონში (აშშ) ბაზირებული გლობალური კვლევის და ანალიზის ინსტიტუტში. ის წლებია ეწევა პროფესიულ საქმიანობას. მუშაობდა მკვლევრად ევროპის რამდენიმე ქვეყნის სამეცნიერო-კვლევით თუ ანალიტიკურ ცენტრსა და უნივერსიტეტში. მიღებული აქვს 20-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო ფონდის, საერთაშორისო ორგანიზაციის, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის თუ უნივერსიტეტის სტიპენდია, გრანტი და ჯილდო.
ბექა ჭედია აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. აშშ-სა და ევროპის აკადემიურ თუ ანალიტიკურ გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს 25 სამეცნიერო ნაშრომი და რამდენიმე ათეული ანალიტიკური სტატია, ასევე არის ავტორი 700-მდე სხვადსხვა სახის პუბლიკაციის საქართველოში, 10-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ავტორი ან მონაწილე, ათეულობით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, სემინარის, ფორუმის და სიმპოზიუმის მონაწილე.