დოდო აგლაძე (პროფესორი)
მედიცინის დოქტორი
მიმართულება: მედიცინა, პედიატრია
დოდო აგლაძე არის ექიმი, პედიატრი და მედიცინის დოქტორი, მრავალწლიანი კლინიკური, სამეცნიერო და აკადემიური გამოცდილებით. მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს სამედიცინო გენეტიკას, პედიატრიას, მოლეკულურ დიაგნოსტიკას, იშვიათ გენეტიკურ დაავადებებსა და პერსონალიზებულ მედიცინას.
პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მუშაობდა გენეტიკური და პედიატრიული დაავადებების დიაგნოსტიკისა და მართვის მიმართულებით. ხელმძღვანელობდა თოდუას კლინიკის ონკოლოგიური გენეტიკისა და მოლეკულური დიაგნოსტიკის დეპარტამენტს, ასევე საქმიანობდა ბავშვთა ახალ კლინიკაში, როგორც ექიმი-გენეტიკოსი და პედიატრი. 2019 წლიდან მუშაობს სამედიცინო გენეტიკისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ცენტრში, როგორც ექიმი პედიატრი და გენეტიკოსი, სადაც ჩართულია გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პაციენტების კომპლექსური მართვის პროცესში.
კლინიკურ პრაქტიკასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული აკადემიურ საქმიანობაში და ამჟამად არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. მისი აკადემიური მოღვაწეობა მოიცავს სამედიცინო განათლებაში მონაწილეობას, სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმების პროფესიულ განვითარებას და თანამედროვე სამედიცინო ცოდნის გავრცელებას.
მისი სამეცნიერო საქმიანობა დაკავშირებულია სამედიცინო გენეტიკის, მემკვიდრეობითი დაავადებების, ცისტური ფიბროზის, ფენილკეტონურიის, მოლეკულური დიაგნოსტიკისა და იშვიათი დაავადებების კვლევასთან. არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი. მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემებში, მათ შორის „ლანცეტში“, „მოლეკულური გენეტიკა და მეტაბოლიზმში“, ,,ნეონალაური სკრინინგის საერთაშორისო ჟურნალში“, ,,რესპირატორულ მედიცინაში“, ,,გენეტიკა მედიცინაში“, ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ევროპულ ჟურნალში“, ,,მოლეკულური ბიოლოგიის აქტუალურ საკითხებში“, ,,ფრონტიერსი ნუტრიციოლოგიაში“.
მის სამეცნიერო ნაშრომებში ასახულია ფენილკეტონურიის მოლეკულურ-გენეტიკური მახასიათებლების, PAH გენის მუტაციების სპექტრის, ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების კლინიკური თავისებურებების, ახალშობილთა სკრინინგის პროგრამებისა და გენეტიკური დაავადებების მართვის თანამედროვე მიდგომების კვლევა. ასევე არის ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებისა და ორსულების მართვის ეროვნული გაიდლაინების ავტორი.
აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიულ ღონისძიებებში, როგორც მომხსენებელი, სპიკერი და ორგანიზატორი. მონაწილეობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ცისტური ფიბროზის საერთაშორისო კონფერენციაში, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციასა და კონფერენციაში „მედიცინის ინოვაციები და გამოწვევები“, სადაც წარადგინა მოხსენებები ცისტური ფიბროზის მართვის, ახალშობილთა სკრინინგისა და ონკოლოგიური გენეტიკის მიმართულებით.
ჩართულია საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში იშვიათი გენეტიკური დაავადებებისა და მემკვიდრეობითი მეტაბოლური დარღვევების მიმართულებით, სადაც მონაწილეობდა როგორც მთავარი მკვლევარი და თანამკვლევარი.
დოდო აგლაძის პროფესიული საქმიანობა აერთიანებს კლინიკურ პრაქტიკას, სამეცნიერო კვლევას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და აკადემიურ მოღვაწეობას, რომელსაც მნიშვნელოვან წვლილი შეაქვს სამედიცინო გენეტიკისა და პედიატრიის განვითარებაში.
![]()


