flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

ხშირად დასმული კითხვები

ბაკალავრიატი
მაგისტრატურა
დოქტორანტურა
ბაკალავრიატი
1. როგორ მოვიპოვო სტუდენტის სტატუსი?

სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.

2. რას გულისხმობს ადმინისტრაციული რეგისტრაცია?

ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს სტუდენტის მიერ სწავლის სემესტრული საფასურის დადგენილ ვადებში სრულად გადახდას.

3. ვის უნდა მიმართოს სტუდენტმა სწავლის საფასურის გადანაწილების შესახებ?

სწავლის საფასურის გადანაწილების თხოვნით სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს რექტორს. დაკმაყოფილების შემთხვევაში ვალდებულია, დაიცვას ინდივიდუალური გრაფიკი.

4. რას გულისხმობს აკადემიური რეგისტრაცია?

აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს სტუდენტის მიერ ელექტონული პორტალის საკუთარ გვერდზე შეთავაზებულ სასწავლო კურსებზე არჩევანის გაკეთებას ან ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ სტუდენტის სასწავლო ბაზაში სასწავლო კურსების დაფიქსირებას.

სტუდენტს, რომელსაც არ აქვს გავლილი ადმინისტრაციული რეგისტრაცია, არ აქვს აკადემიური რეგისტრაციის გავლის უფლება.

5. რა არის კრედიტი?

კრედიტი ასახავს სამუშაოს იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ კომპონენტის დასასრულებლად და სწავლის შედეგების მისაღწევად.

კრედიტის მოპოვება შესალებელია სტუდენტის მიერ მხოლოდ შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ.

6. რამდენი კრედიტის მოპოვების უფლება აქვს სტუდენტს ერთი წლის განმავლობაში?

სტუდენტის წლიური დატვირთვა შეადგენს 60 კრედიტს. საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით, დასაშვებია სტუდენტის წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 60 კრედიტს ან იყოს 60 კრედიტზე ნაკლები, დაუშვებლია სტუდენტის წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 75 კრედიტს.

7. რა შემთხვევაში აქვს სტუდენტს დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება?

იხ. სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-7 მუხლი: https://eeu.edu.ge/portfolio/studregulaciebi/

8. რა შემთხვევაში ეთვლება სტუდენტს დასკვნითი გამოცდა ჩაბარებულად?

იხ. სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-7 მუხლი: https://eeu.edu.ge/portfolio/studregulaciebi/

9. რა შემთხვევაში აქვს სტუდენტს შუალედური/დასკვნითი გამოცდის აღდგენის უფლება?

სტუდენტს უფლება აქვს აღადგინოს შუალედური/დასკვნითი გამოცდა დოკუმენტურად დასაბუთებული საპატიო მიზეზის წარმოდგენის შემთხვევაში.

10. რა შემთხვევაში აქვს სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება?

სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებისა და დასკვნითი გამოცდის შედეგების საფუძველზე მიღებული აქვს შეფასება (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 (ქულა) უფლება აქვს გავიდეს დამატებით გამოცდაზე იმავე სემესტრში.

11. რა შემთხვევაში რეგისტრირდება სტუდენტი დამატებით სემესტრში და როგორ იხდის სწავლის საფასურს?

სტუდენტს, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილ ვადებში ვერ ასრულებს პროგრამს და ვერ მოიპოვებს შესაბამის ხარისხს, უფლება აქვს მომდევნო ექვსი სემესტის მანძილზე თვითდაფინანსებით განაგრძოს სწავლა.

დამატებით სემესტრში რეგისტრირებული სტუდენის სწავლის საფასური განისაზღვრება მისი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, ასათვისებელი სასწავლო კურსების კრედიტების ღირებულების შესაბამისად. დამატებით სემესტრში დარეგისტრირების მოთხოვნით, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს რექტორს რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში.

12. როგორ შევიჩერო სტუდენტის სტატუსი?

შეჩერების საფუძველია ადმინისტრაციული რეგისტრაციის დადგენილ ვადებში გაუვლელობა, პირადი განცხადება, ჯანმრთელობის მდგომარეობა (დოკუმენტურად დადასტურებული), უცხო ქვეყანაში უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, სტუდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამამტყუნებელი განჩენის გამოტანამდე. მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს ადმინისტრაციას სწავლის დაწყებიდან ხუთი კვირის განმავლობაში. ამ დროს ხდება სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის არსებული მომსახურეობის ხელშეკრულების დროებით შეჩერება.

13. რა შემთხვევაში უწყდება სტუდენტს სტატუსი?

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია: სტუდენტის სტატუსის შეჩერება 5 წელზე მეტი ვადით; დაწესებულებისთვის ყალბი დოკუმენტის ან არასწორი ინფორმაციის წარდგენა, სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ეთიკის კოდექსის უხეში დარღვევა; საგანმანთლებლო პროგრამის დასრულება; მობილობით სხვა უსდ-ში გადასვლა; სწავლების დამატებითი ვადის ამოწურვა(აკადემიური ჩამორჩენა); გარდაცვალება.

14. როგორ უნდა მოითხოვოს სტუდენტმა ცნობა?

სტუდენტმა ცნობა უნდა მოითხოვოს სტუდენტთა ბაზიდან, კერძოდ, კორენსპონდენციის ველიდან.

15. რამდენ დღეში მზადდება ცნობა?

ცნობა მზად იქნება ორ სამუშაო დღეში.

16. სწავლის დასრულებიდან რამდენ ხანში გაიცემა ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ?

ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გაიცემა კვალიფიკაციის მინიჭებიდან ერთი კვირის ვადაში.

მაგისტრატურა
1. როგორ მოვიპოვო სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება?

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სამაგისტრო გამოცდისა და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე.

2. რა საბუთები უნდა წარმოვადგინო სამაგისტრო პროგრამებზე ჩასარიცხად ?

ა) განცხადება ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი დ) ფოტოსურათი 3×4, ბეჭდური სახით, ელ.ვერსია CD-ზე, ასევე ბეჭდური სახით 2ც. ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

3. შესაძლებელია თუ არა წარმოსადგენი საბუთების ელექტორნულად გამოგზავნა და განაცხადის გაკეთება?

დიახ.

4. აქვს თუ არა უნივერსიტეტს განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საერთო სამაგისტრო გამოცდისავის?

საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უნივერსიტეტს დადგენილი არ აქვს.

5. რა გამოცდები ბარდება უნივერსიტეტში და რა ფორმატით?

პასუხი: შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა მოიცავს ინგლისურ ენაში წერითი (ტესტური ) სახით ფორმატს და გამოცდას სპეციალობაში.

6. რამდენია ბარიერი ინგლისურ ენაში?

40 ქულა

7. რა შემთხვევაში ვთავისუფლდები უცხო ენის ტესტირებისგან?

უცხო ენის გამოცდიდან თავისუფლდებაკანდიდატი, რომელიც წარადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო სერთიფიკატს, ან ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურზე უცხო ენაზე სრული ან არასრული კურსის გავლის შემთხვევაში.

8. სად ვნახო უცხო ენის გამოცდის ტესტის ნიმუში?

ტესტის ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტისსაიტზე eeu.edu.ge საბუთების მიღებამდე ერთი თვით ადრე.

9. რა ფორმატით ტარდება შიდა საუნივერსიტეტო საგნობრივი გამოცდები?

უცხო ენის გამოცდა ტარდება წერილობით, ხოლო პროფესიული გამოცდა ტარდება ზეპირ/წერილობით ფორმატში.

10. როგორ გავიგებთ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების შედეგებს?

გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდზე.

11. მაქვს თუ არა უფლება ჩავაბარო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, თუ არ მაქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი?

კანდიდატი, რომელსაც არ აქვს სამართლის ბაკალავრის კვლიფიკაცია, ვერ აკმაყოფილებს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას.

12. რამდენია სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის საფასური?

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურის შეადგენს 2500 ლარს.

13. როგორია სწავლის საფასურის გადახდის ფორმატი?

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ეტაპოვრივად (სემესტრულად).

ასევე სტუდენტისათვის ხელსაყრელი გრაფიკით ინდივიდუალურად გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.

14. როგორ ხორციელდება მობილობის პროცესი სამაგისტრო პროგრამაზე?

მობილობა დასაშვებია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, განსაზღვრული სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. მობილობის უფლება ეძლევა სტუდენტს სწავლებიდან ერთი წლის შემდეგ.

15. ვის უნდა მიმართოს მაგისტრანტმა სწავლის საფასურის გადანაწილების შესახებ?

სწავლის საფასურის გადანაწილების თხოვნით მაგისტრანტმა განცხადებით უნდა მიმართოს რექტორს. დაკმაყოფილების შემთხვევაში ვალდებულია, დაიცვას ინდივიდუალური გრაფიკი.

16. რამდენი კრედიტის მოპოვების უფლება აქვს მაგისტრანტს ერთი წლის განმავლობაში?

სტუდენტის წლიური დატვირთვა შეადგენს 60 კრედიტს. საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით, დასაშვებია სტუდენტის წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 60 კრედიტს ან იყოს 60 კრედიტზე ნაკლები, დაუშვებლია სტუდენტის წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 75 კრედიტს.

17. რა შემთხვევაში აქვს მაგისტრანტს დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება?

იხ. სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-7 მუხლი: https://eeu.edu.ge/portfolio/studregulaciebi/

18. რა შემთხვევაში ეთვლება მაგისტრანტს დასკვნითი გამოცდა ჩაბარებულად?

იხ. სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-7 მუხლი: https://eeu.edu.ge/portfolio/studregulaciebi/

19. რა შემთხვევაში აქვს მაგისტრანტს შუალედური/დასკვნითი გამოცდის აღდგენის უფლება?

მაგისტრანტს უფლება აქვს აღადგინოს შუალედური/დასკვნითი გამოცდა დოკუმენტურად დასაბუთებული საპატიო მიზეზის წარმოდგენის შემთხვევაში.

20. რა შემთხვევაში აქვს მაგისტრანტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება?

სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებისა და დასკვნითი გამოცდის შედეგების საფუძველზე მიღებული აქვს შეფასება (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 (ქულა) უფლება აქვს გავიდეს დამატებით გამოცდაზე იმავე სემესტრში.

21. რა შემთხვევაში რეგისტრირდება მაგისტრანტი დამატებით სემესტრში და როგორ იხდის სწავლის საფასურს?

მაგისტრანტს, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილ ვადებში ვერ ასრულებს პროგრამს და ვერ მოიპოვებს შესაბამის ხარისხს, უფლება აქვს მომდევნო ექვსი სემესტის მანძილზე თვითდაფინანსებით განაგრძოს სწავლა.

დამატებით სემესტრში რეგისტრირებული სტუდენის სწავლის საფასური განისაზღვრება მისი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, ასათვისებელი სასწავლო კურსების კრედიტების ღირებულების შესაბამისად. დამატებით სემესტრში დარეგისტრირების მოთხოვნით, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს რექტორს რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში.

22. როგორ შევიჩერო მაგისტრანტის სტატუსი?

შეჩერების საფუძველია ადმინისტრაციული რეგისტრაციის დადგენილ ვადებში გაუვლელობა, პირადი განცხადება, ჯანმრთელობის მდგომარეობა (დოკუმენტურად დადასტურებული), უცხო ქვეყანაში უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, სტუდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამამტყუნებელი განჩენის გამოტანამდე. მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს ადმინისტრაციას სწავლის დაწყებიდან ხუთი კვირის განმავლობაში. ამ დროს ხდება სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის არსებული მომსახურეობის ხელშეკრულების დროებით შეჩერება.

23. რა შემთხვევაში უწყდება მაგისტრანტს სტატუსი?

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია: სტუდენტის სტატუსის შეჩერება 5 წელზე მეტი ვადით; დაწესებულებისთვის ყალბი დოკუმენტის ან არასწორი ინფორმაციის წარდგენა, სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ეთიკის კოდექსის უხეში დარღვევა; საგანმანთლებლო პროგრამის დასრულება; მობილობით სხვა უსდ-ში გადასვლა; სწავლების დამატებითი ვადის ამოწურვა(აკადემიური ჩამორჩენა); გარდაცვალება.

24. როგორ უნდა მოითხოვოს მაგისტრანტმა ცნობა?

სტუდენტმა ცნობა უნდა მოითხოვოს სტუდენტთა ბაზიდან, კერძოდ, კორენსპონდენციის ველიდან.

25. რამდენ დღეში მზადდება ცნობა?

ცნობა მზად იქნება ორ სამუშაო დღეში.

26. სწავლის დასრულებიდან რამდენ ხანში გაიცემა ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ?

ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გაიცემა კვალიფიკაციის მინიჭებიდან ერთი კვირის ვადაში.

დოქტორანტურა
მიმდინარეობს განახლება…

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University