
სტუდენტებო და მომავალო სტუდენტებო,
მოხარული ვარ მოგიწვიოთ და გიხილოთ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში!
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი იღწვის დანერგოს განათლების საერთაშორისო სტანდარტები სწავლებასა და კვლევაში და შექმნას გამორჩეული საგანმანათლებლო ცენტრი საქართველოში. EEU ავტორიზებულია და პროგრამები აკრედიტებულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე ხორციელდება 18 საგანმანათლებლო პროგრამა ოთხ ფაკულტეტზე.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გაძლევთ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის უნივერსიტეტების, კერძოდ, სანდერლენდის და გრენობლის უნივერსიტეტების ორმაგი დიპლომის მიღებისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამებით სწავლის უნიკალურ შესაძლებლობას. EEU-ს პროგრამები აგებულია დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროგრამების ანალიზის, გამოცდილებისა და თანამდეროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. სასწავლო პროცესში გამოიყენება სწავლების თანამდეროვე მეთოდები და ტექნოლოგიები, რომელსაც ახორციელებენ უმაღლესი დონის სპეციალისტები. თქვენ მიიღებთ პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც იქნება თქვენი წარმატების საწინდარი და EEU-ს ექნება მნიშვნელოვანი როლი თქვენი დასაქმების საქმეში.
ჩვენ გვჯერა, რომ EEU-ს პროგრამები უზრუნველყოფს თქვენს მომავალ წარმატებას და თქვენთვის EEU-ში გატარებული წლები იქნება ნაყოფიერი და მრავლისმომცემი.
პატივისცემით,
დავით ჩერქეზიშვილი
რექტორი