სტუდენტებო და მომავალო სტუდენტებო,
მოხარული ვარ მოგიწვიოთ და გიხილოთ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში!
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) მიისწრაფვის დანერგოს განათლების საერთაშორისო სტანდარტები სწავლებასა და კვლევაში, შექმნას გამორჩეული საგანმანათლებლო ცენტრი საქართველოში. EEU ავტორიზებულია და საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და სტანდარტების შესაბამისად. უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე და ხორცილდება 20 საგანმანათლებლო პროგრამა იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა, განათლების მეცნიერებების, ჯანდაცვის მეცნიერებათა, ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტებზე.
EEU-ს პროგრამები აგებულია საერთაშორისო უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების ანალიზის, გამოცდილებისა და თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. საგანმანათლებლო პროცესში გამოიყენება სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები. თქვენ მიიღებთ შესაძლებლობას აიმაღლოთ კვლევითი და პრაქტიკული უნარები, რომელიც იქნება თქვენი წარმატების საწინდარი და EEU-ს ექნება მნიშვნელოვანი როლი თქვენი კარიერული წინსვლის საქმეში.
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ EEU-ს საგანმანათლებლო პროგრამები და საუნივერსიტეტო სერვისები უზრუნველყოფს თქვენს მომავალ განვითარებას და EEU-ში გატარებული წლები თქვენთვის იქნება დაუვიწყარი და მრავლისმომცემი.
ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ მიიღებთ ცოდნას, რომელსაც რეალურად გამოიყენებთ!!
საუკეთესო სურვილებით,
კახაბერ ლაზარაშვილი
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, რექტორი