ეკა ჩხაიძე (ასისტენტი)
მიმართულება: არქიტექტურა
ეკა ჩხაიძე არის არქიტექტორი, რომელიც 1997 წლიდან საქმიანობს არქიტექტურული პროექტირების სფეროში. პროფესიული კარიერის განმავლობაში მუშაობდა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საპროექტო ორგანიზაციებში, სადაც მონაწილეობდა სხვადასხვა დანიშნულებისა და მასშტაბის არქიტექტურული პროექტების შემუშავებაში. სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა შპს „ნ. ლაღიძის“ შემოქმედებით სტუდიასთან, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან, შპს „დელტაპროექტი-2000“-თან, შპს „არტსტუდიო პროექტთან“, ასოციაცია „ატუსთან“, შპს „ბურჯთან“, შპს „სპექტრთან“ და საქართველოს საერთაშორისო არქიტექტურისა და სამშენებლო-საპროექტო კომპანიასთან. 2017 წლიდან საქმიანობს, როგორც დამოუკიდებელი არქიტექტორი.
2003 წელს, როგორც „ბათუმის რკინიგზის სადგური 150 მგზავრზე“ პროექტის თანაავტორი, არქიტექტორთა კავშირის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „წლის საუკეთესო პროექტი“ პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა. 2009 წელს მიიღო მეორე ხარისხის დიპლომი რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებულ ახალგაზრდობის ხეივნის რეკონსტრუქციის კონკურსში.
პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, 2026 წლიდან არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ასისტენტი, სადაც ჩართულია სასწავლო პროცესში.
პროფესიული განვითარების ფარგლებში მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო პროფესიულ ღონისძიებებში, მათ შორის არქიტექტორთა კავშირების საერთაშორისო ასოციაციის (МАСА) კონფერენციასა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების არქიტექტორთა ფორუმში (FABSR).
![]()


