ეკატერინე მაღლაფერიძე (ასისტენტი)
დოქტორანტი
მიმართულება: კერძო სამართალი
„პსპ დაზღვევა“, იურიდიული სამსახურის უფროსი.
ეკატერინე მაღლაფერიძე არის კავკასიის სამართლის სკოლის დოქტორანტი. წლებია აქტიურად ეწევა პროფესიულ საქმიანობას. დღემდე არის სს „პსპ დაზღვევა“ – იურიდიული სამსახურის უფროსი. სხვადასხვა დროს იყო შპს „პსპ‘’, და შპს ,,ფარმა“ იურიდიული სამსახურის უფროსი, ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილებაში სპეციალისტი. არის სერტიფიცირებული ადვოკატი.
ეკატერინე მაღლაფერიძე აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კონფერენციაში, სემინარსა და ტრენინგში, გახლავთ 5-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ასევე, აქტიურად არის ჩართული პროფესიული განვითარების პროგრამებში.