ეკატერინე ზვიადაძე
ეკონომიკის დოქტორი;
აგრობიზნესის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, EEU
ეკატერინე ზვიადაძე არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აგრობიზნესის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. მას აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის გამოცდილება. გასულ წლებში იკავებდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსის, მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ექსპორტ-იმპორტის სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობებს, იყო საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელის (PPKN) ექსპერტი.
ეკატერინე ზვიადაძე აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის 20-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო პუბლიკაციის ავტორი, არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის, სემინარის, ვორკშოპის მონაწილე და თანაორგანიზატორი.