ეკატერინე ნაცვლიშვილი (პროფესორი)
ფილოსოფიის დოქტორი;
მიმართულება: საჯარო მმართველობა;
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი
ეკატერინე ნაცვლიშვილი არის სსიპ ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის” უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი, აიიპ ,,სამართლის, ეკონომიკის და მენეჯმენტის ევროპული კვლევითი ცენტრის” დირექტორი და თანადამფუძნებელი. აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული გამოცდილება განათლების სფეროში როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.
ეკატერინე ნაცვლიშვილი აქტიურად ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის ათობით საერთაშორისო საგრანტო პროექტის მონაწილე და ხელმძღვანელი, 40-მდე პუბლიკაციის, მათ შორის სახელმძღვანელოსა და მასწავლებლის გზამკვლევის ავტორი, 35-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის, სემინარის, ვორკშოპის მონაწილე და მომხსენებელი.