ეკატერინე ფურცელაძეს აქვს ადამიანის რესურსების მართვის სფეროში საქმიანობის 17-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, 10 წელზე მეტი მენეჯერულ პოზიციებზე. არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა HR სამსახურებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სახალხო დამცველის აპარატში.
აქვს გამოცდილება ადამიანის რესურსის მართვის პოლიტიკის, ინსტრუქციების, სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავების, ორგანიზაციული კულტურისა და ქცევის განვითარების, რეკრუტინგის, HR ადმინისტრირების, HRM-ის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა-დანერგვის, შეფასებისა და მოტივაციის სისტემების დანერგვის, თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და შრომის სამართლის სფეროში კონსულტირების მიმართულებით.
არის ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი და სამართალმცოდნე. ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მონაწილეობა მიღებული აქვს 20-ზე მეტ სასწავლო პროგრამაში. აქვს დამწყები HR სპეციალისტების მენტორინგისა და სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება.


