გენრიეტა გვასალია (ასისტენტ-პროფესორი)
მიმართულება: მედიცინა, სპეციალობა – რადიოლოგია
გენრიეტა გვასალია 2017 წლიდან დღემდე მუშაობს რადიოლოგად კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. იგი ასევე იკავებს ექიმი რადიოლოგის პოზიციას ღია გულის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.
გენრიეტა გვასალიას მიღებული აქვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სერტიფიკატები სამედიცინო რადიოლოგიისა და კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკის მიმართულებებით. ის აქტიურად მონაწილეობს პროფესიული განვითარების პროგრამებსა და კურსებში, მათ შორის ძვალ-სახსართა სისტემის ტრავმული დაზიანებების რადიოლოგიური დიაგნოსტიკა, კლინიკური რადიოლოგია და რადიაციული დაცვის თანამედროვე გამოწვევები.