გია ლილუაშვილი (ასოცირებული პროფესორი)
სამართლის დოქტორი;
მიმართულება: კერძო სამართალი
საერთო სამართლისა და დემოკრატიის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორი;
გია ლილუაშვილი არის ,,საერთო სამართლისა და დემოკრატიის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის’’ დირექტორი, საქართველოს პარლამეტის იურიდიულ კომიტეტთან არსებული სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრი, სამართლის მეცნიერებათა კავშირის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული გამოცდილება. გასულ წლებში იყო ბოსტონის ნორთისტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიწვეული პროფესორი.
გია ლილუაშვილი ეწევა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ინტენსიურად მონაწილეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში, სამეცნიერო-კვლევით პროექტებში. სხვადსხვა დროს მიღებული აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო გრანტები. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე პუბლიკაცია, რამდენიმე მონოგრაფია და სახელმძღვანელო, მისი კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენს საქართველოს, აშშ, გერმანიის, ბულგარეთისა და რუსეთის სამოქალაქო საპროცესო, სანივთო, სახელშეკრულებო, საკორპორაციო და შრომის სამართალი, ასევე, ევროპისა და საერთაშორისო შრომის სამართალი. დაჯილდოვებულია ღირსების მედლით.