გიორგი თათანაშვილი (ასისტენტ-პროფესორი)
მიმართულება: განათლება
გიორგი თათანაშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. 2020 წელს მიენიჭა განათლების მეცნიერებების მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამავე უნივერსიტეტში. განათლების კვლევებისა ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას, გიორგი თათანაშვილმა მოიპოვა Erasmus+ Credit Mobility-ის სასწავლო გრანტი და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ზემო ავსტრიის განათლების უნივერსიტეტში. გარდა ამისა, გიორგი აქტიურად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე, მას გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი.
2019 წლიდან იკავებს ადმინისტრაციულ პოზიციებს ჯანდაცვის მეცნიერებების ფაკულტეტზე – თავდაპირველად მუშაობა დაიწყო როგორც ფაკულტეტის სპეციალისტმა, ამჟამად იგი გახლავთ საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი. გიორგი თათანაშვილი აგრეთვე არის ენებისა და აკადემიური უნარების განვითარების ცენტრის მენტორი და ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მკვლევარი.
პარალელურად, 2022 წლიდან აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. როგორც ლექტორი უძღვება სხვადასხვა სასწავლო კურსებს აკადემიური და კვლევითი უნარების განვითარების მიმართულებით. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტების კვლევითი პოტენციალის ზრდას, რის დასტურადაც, მისი ხელმძღვანელობით სტუდენტები რეგულარულად და წარმატებით მონაწილეობენ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში.
გიორგი თათანაშვილის ძირითადი პროფესიული ინტერესები უკავშირდება უმაღლესი განათლების სისტემის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებასა და AI ტექნოლოგიების გამოყენებას სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გასაძლიერებლად.
![]()


